ფუძე:
ორცხობილა დავფშვნათ, დავუმატოთ კარაქი, დარიჩინი და ავურიოთ. ჩავყაროთ ჩიზქეიქის ფორმაში, დავტკეპნოთ 2 მმ.-ის სისქეზე და გამოვაცხოთ 7-10 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. შემდეგ გავაცივოთ.
საფეხური 2
ჩიზქეიქი:
კრემ-ყველი, 130გრ შაქარი, ვანილი და ნაღები მსუბუქად ავთქვიფოთ, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხი და ფქვილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ფორმებში.
საფეხური 3
ღუმელი გავახუროთ 100 გრადუსამდე და შევდგათ ჩიზქეიქიანი ფორმები 30 წუთით. დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან ღუმელიდან გამოღებისას არ უნდა იყოს მკვრივი. აუცილებლია, რომ კარგად გაცივდეს. 1 ღამით მოათავსეთ მაცივარში.
საფეხური 4
საწებელი:
შინდი და შაქარი აადუღეთ, გააკეთეთ ხილფაფა და გაწურეთ საწურზე.