Search
ან
ჩიზქეიქი მოცვის კონფით
60+ წუთი
საშუალო
მსუბუქი
500+ კკალ

გამარჯობა, მე ვარ ანი, პროფესიით პიარის სპეციალისტი. რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი კულინარიით და ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, მზარეულის პროგრამაზე. სწავლის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ კონდიტერია უფრო მიზიდავდა და გავიარე საკონდიტრო კურსი. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე და გადავწყვიტე კულინარიული ბლოგის გაკეთება (anishomecooking). ჩემი ბლოგი ძირითადად ეხება დესერტებსა და მომზადების ტექნიკებს. დღეს კი გიზიარებთ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დესერტის რეცეპტს.

ინგრედიენტები
ძირი:
120 120 გრ. ორცხობილა
50 50 გრ. გამდნარი კარაქი
მასა:
600 600 გრ. კრემყველი
180 180 გრ. შაქარი
2 2 ცალი კვერცხი
120 120 გრ. ნაღები 35%
160 160 გრ. არაჟანი 15%
40 40 გრ. ფქვილი
1 1 მწიკვი მარილი
1/2 1/2 ლიმონის ცედრა
მოცვის კონფი:
250 250 გრ. მოცვი
20 20 გრ. შაქარი
3 3 სუფრის კოვზი წყალი
1 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
საფეხური 1
დაჩოპერებულ ორცხობილას დაუმატეთ გამდნარი კარაქი, გადაიტანეთ 20 სმ საცხობ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში შიგთავსის მომზადებამდე.
საფეხური 2
კრემყველი და შაქარი მსუბუქად გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საფეხური 3
დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი და ნაღები. შემდეგ კი ფქვილი და მარილი.
საფეხური 4
მიღებული მასა გადაწურეთ და ბოლოს დაახეხეთ ლიმონის ცედრა.
საფეხური 5
ყალიბი ჩადგით ცხელ წყალში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე საათ ნახევრის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ღუმელში დატოვეთ 1 საათით და შემდეგ შეინახეთ მაცივარში 6-7 სთ.
საფეხური 6
კონფისთვის ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში და აადუღეთ დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ურიეთ.
საფეხური 7
როცა შესქელდება გადმოდგით და გააგრილეთ. სერვირების დროს კი მოასხით ჩიზქეიქს.
საფეხური 8
გემრიელად მიირთვით!

თეგები