Search
ან
მილფეი კენკრით
60+ წუთი
საშუალო
ინგრედიენტები
500 500 გრ. კარაქი
595 595 გრ. ფქვილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ძმარი
300 300 გრ. ნაღების კრემი (30%)
100 100 გრ. შაქრის ფხვნილი
1 1 ცალი ვანილი
350 350 გრ. კენკრა
საფეხური 1
ცალ-ცალკე მზადდება კარაქის და ცომის ბლოკი. კარაქის ბლოკის მოსამზადებლად 400 გ დარბილებულ კარაქი შევურიოთ 175 გ ფქვილში, ავთქვიფოთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე . გადავიტანოთ პლასტიკატზე, მივცეთ კვადრატის ფორმა (15 სმ) და შედეთ მაცივარში 2 საათით. ფქვილის ბლოკისთვის დაგვჭირდება:185 მლ ცივი წყალი, 1 ჩ,კ მარილი, 1/2 ჩ.კ ძმარი, 420 გ ფქვილი და 100 გ გამდნარი, გაგრილებული კარაქი. ჯერ შევურიოთ ფქვილი და კარაქი, შემდეგ დავამატოთ წყალი, მარილი და ძმარი. დიდხანს ზელვა არ სჭირდება. მივცეთ კვადრატის ფორმა (10 სმ) და შევინახოთ მაცივარში 2 საათით. 2 საათის შემდეგ კარაქის ბლოკი გავაბრტყელოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, ერთ მხარეს დავადოთ ფქვილის ბლოკი, გავაფორმოთ მეორე ნაწილი. გავაბერტყელოთ 1 სმ სისქეზე, ისე რომ სიგრძეში სამჯერ გრძელი იყოს, ვიდრე სიგანეში. ვაბრუნებთ მაცივარში 20 წუთით, შემდეგ ისევ გავაბრტყელოთ და გადავკეცოთ. ეს მოქმედება გავიმეოროთ ორჯერ. ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი 3 მმ სისქეზე და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. დავჩვლიტოთ ჩანგლით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი. ცომთან მუშაობისას, როგორც კი ვიგრძნობთ რომ დარბილდა, შევაბრუნოთ მაცივარში.
საფეხური 2
სათქვეფი, ჭურჭელი და ნაღები კარგად უნდა იყოს გაციებული. ნაღები ნელ-ნელა ავთქვიფოთ, შემდეგ თანდათანობით მოვუმატოთ მიქსერის სიჩქარე და მაქსიმალურამდე მივიყვანოთ. ნელ-ნელა დავამატოთ შაქრის ფხვნილი. ნაღები როცა შესქელდება სიჩქარე შევამციროთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაღები ზედმეტი ათქვეფვის შედეგად შეიძლება კარაქად იქცეს. ათქვეფისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზედაპირზე გაჩენილ ტალღებს. შაქრის ფხვნილის და ვანილის დამატება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ნაღები შესქელდება. გასაფორმებლად ვიყენებთ ნებისმიერი სახის კენკრას.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!