Search
ან
საშობაო დესერტი - გამომცხვარი გოგრა, კომში და ვაშლი
ინგრედიენტები
1 1 საშუალო ზომის გოგრა
1 1 დიდი ზომის კომში
1 1 დიდი ზომის ვაშლი
300 300 გრ. ნიგოზი
200 200 გრ. ნუში
4 4 ღერო დარიჩინი
2 2 ანისის ვარსვკლავი
300 300 გრ. სარაჯი (ფიჭიანი თაფლი)
10 10 გრ. შაქრის ფხვნილი
50 50 მლ. რაფინირებული ზეთი
საფეხური 1
გოგრა, კომში და ვაშლი გავჭრათ შუაზე. ამოვუღოთ გულები, მოვასხათ ლიმონი იმისთვის, რომ არ დაკარგოს ფერი და ხელი შეუწოს მისი ბოჭკოების აქტივაციას.
საფეხური 2
მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაში დარიჩინის ჯოხებთან და ანისის ვარსკვლავთან ერთად და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. რადგან ვაშლი უფრო ნაზი სტრუქტურისაა,მისი ამოღება 10 წუთით ადრე მოგვიწევს. 20 წუთის შემდგომ, მოვათავსოთ გამოსაცხობ სინზე გოგრა, კომში, ვაშლი, დარიჩინის ჯოხები და ანისის ვარსკვლავი. მოვასხათ ზემოდან 50 მლ ზეთი და ცოტაოდენი თაფლი, შევდგათ გამოსაცხობად 200 გრადუსზე15 – 20 წუთით. თავი კარგად რომ მოუყავისფერდება (არა მთლიანად, არამედ კიდეები და გულის მხარე) გამოვიღოთ და გავაციოთ.
საფეხური 3
ცოტაოდენი თაფლი (დაახლოებით 100 გრ) მოვათავსოთ საშუალო ზომის ქვაბში და ვადუღოთ 5 წუთი ( სასურველია ხის კოვზით ნელი მოძრაობით თაფლის მორევა იმისთვის, რომ არ ჩაშაქრდეს). მიღებულ მასას დავამატოთ ნიგოზი, ნუში და ლიმონის წვენი, 2-3 წუთით მოვთუშოთ ერთად. მიღებული მასა მოვაყაროთ ზემოდან გოგრას, კომშსა და ვაშლს, დავაჭრათ სარაჯი კუბებათ, გავაფორმოთ დარიჩინის ჯოხებით და ანისის ვარსკვლავით. ერთი ლიმონი გავჭრათ შუაზე და მოვუდოთ გვერდით. სულ ბოლოს მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

სერვირება

სასურველია დესერტის ცივად მირთმევა, რადგან დარიჩინისა და ანისის ვარსკვლავის გემო ცხელ და თბილ პროდუქტში ცოტაოდენ მძაფრად გამოიკვეთება. გაციების შემდეგ გემოები დასტაბილურდება. გისრუვვებთ ბედნიერ შობა ახალ წელს.