500
500
გრ.
კურდღლის ხორცი
100
100
მლ.
არაჟანი
50
50
გრ.
კარაქი
200
200
გრ.
ბეკონი
5
5
გრ.
პილპილის მიქსი
500
500
მლ.
საფერავი
100
100
გრ.
ხახვი
100
100
გრ.
შავი ქლიავის ჩირი
5
5
გრ.
სეზამის მარცვალი
50
50
გრ.
თხილი გარჩეული
50
50
გრ.
გოგრის მარცვალი გარჩეული
2
2
კბილი
ნიორი
2
2
მსხალი
1
1
კგ.
სიმინდის ფქვილი
10
10
გრ.
მიკრო მწვანილის მიქსი
100
100
გრ.
ყველი კალტი, თეთრი
5
5
გრ.
კამის მარცვალი
100
100
მლ.
კონიაკი
5
5
გრ.
მარილი
ვჭრით კურდღლის ხორცს, ვასხავთ ზეითუნის ზეთს და ვაყრით დაღერღილ წიწაკას.
გამოსაცხობ დაფაზე ვალაგებთ ჯერ ბეკონის ნაჭრებს, შემდეგ კურდღლის ხორცს.
იქვე ვაწყობთ ორ კბილ ნიორს და დაჭრილ ხახვს.
ამ ყველაფერს ვდგავთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.
შეწვის პროცესში დავაყაროთ მარილი და პილპილის მიქსი.
გამოცხობის შემდეგ წავუსვათ კარაქი დარბილებისთვის.
ერთად დავნაყოთ ნუში, თხილი და ქლიავის ჩირი.
ცალკე ქვაბში ვასხამთ საფერავს, კონიაკს და ვათავსებთ გათლილ მსხალს.
ვადგამთ ნელ ცეცლზე მოსახარშად, 15-20 წუთის განმავლობაში.
თეფშზე ვათავსებთ დანაყულ მასას, ზემოდან ვდებთ მოხარშულ მსხალს და ვაფორმებთ სეზამის მარცვლით, კამის თესლით და ლიმონის ცედრით.
გვერდზე დავულაგოთ გამომცხვარი ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გოგრის გარჩეული მარცვალი. გავაფორმოთ მიკრო მწვანილით.
სერვირება
მიირთვით კურდღლის ხორცი არაჟანთან და მსხალთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი