ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ატრია კონ კარნე
ამ კერძის შექმნას საფუძვლად უდევს დავა ჩემსა და ჩემს იტალიელ მზარეულ მეგობარს შორის. ქართული ატრია არაფრითაა ნაკლები იტალიურ პასტაზე. ამბავი იმით გაგრძელდა, რომ დაიდო ინტერნაციონალური სანაძლეო, იტალიელის პასტა უფრო გემრიელი იქნებოდა თუ ქართული ატრია. დავას განსჯიდნენ საერთო მეგობრები. მომზადებისთვის ორი დღე გვქონდა. შედეგად, იტალია საქართველოსთან დამარცხდა.

ხორციანი აჩმა
ეს ხორციანი აჩმაა, არ არის ლაზანია. არ მაინტერესებს ვინ რას მეტყვის. შეზავებულია ქართული არომატებით, ცომი აჩმისაა, გემოც ქართულია.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი