ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები

შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.

ლობიო პომიდვრით
ქართველებს ლობიო გვიყვარს, მექსიკელებსაც! ქართველებს ცხარე გვიყვარს, მექსიკელებსაც! მარილის სიყვარულიც საერთო გვაქვს. მოკლედ, რომ ვთქვათ მექსიკური კულინარია ადვილად ჯდება ქართულ გემოვნებაში. ეს კერძი მექსიკელი მეგობრისგან ვისწავლე, ცოტა ქართულ პროდუქტს მოვარგე და ქართულ-მექსიკური კერძი მივიღე.

ბადრიჯანი შავი მოცხარით
ქართული გასტრო კულტურა სავსეა სამარხვო და ვეგეტარიანული კერძებით. უცხოელი სტუმრები გიჟდებიან ამ კერძებზე და მათ მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ქართველისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია. ბევრისთვის ზედმეტად ნაცნობიც კი. ვფიქრობ, პატარა დევიანტური გახალისების დროა.


ბორჯომის მინერალური წყალი



ვრცლად
ქართული გასტრონომიული თავგადასავალი



















































































































