გავასუფთაოთ კალმახი, ამოვიღოთ ფხა. გადავდოთ ერთი ფილე. მოვასხათ ლიმონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ ჯამში ჭადის ფქვილი, გახეხილი ყველი, ნაღები და მარილი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ ცომი ოვალის ფორმაზე, მოვათავსოთ შიგნით კალმახის ფილე და დავახუროთ იგივე ფორმაზე გაბრტყელებული ცომი. მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და ვაცხოთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.