ზოგადად გრანოლა შვრიის დაპრესილი მარცვლებით მზადდება, მაგრამ ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ მრავალფეროვან, რამოდენიმე მარცვლისგან მომზადებულ გრანოლას.
500
500
გრ.
შვრიის ფანტელები
75
75
გრ.
ნიგოზი
100
100
გრ.
თხილი
50
50
გრ.
გოგრის თესლი
75
75
გრ.
მზესუმზირა
60
60
გრ.
ცუკატები
80
80
გრ.
ქიშმიში
100
100
გრ.
თაფლი
200
200
მლ.
ზეთი ან გამლღვარი კარაქი
50
50
მლ.
კარამელის სიროფი
თაფლი და ზეთი ერთმანეთში ავურიოთ.
ჯამში მოვათავსოთ ფანეტელები. დავუმატოთ ყველა სახის თხილეული და მზესუმზირა.
ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ კარგად კოვზის საშუალებით, გავაბრტყელოთ საცხობ ლანგარზე და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 165 გრადუსზე 30 წუთით.
ცხობის დროს გადავურიოთ ხოლმე ერთმანეთში რომ ყველა მხრიდან თანაბრად მოიბრაწოს.
მოვაყაროთ დაჭრილი ცუკატები და ქიშმიში. შევინახოთ ქილაში.
სერვირება
შეგიძლიათ მიირთვათ მაწონთან ან რძესთან ერთად. კარამელი მოასხით უშუალოდ მირთმევის წინ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი