Search
ან
ქათმის ღვიძლის სალათი
30-60 წუთი
ადვილი
201-500 კკალ
ინგრედიენტები
500 500 გრ. ქათმის ღვიძლი
1 1 კონა სალათის ფოთოლი "აისბერგი"
20 20 გრ. ცოცხალი ქინძი
1 1 ჩაის კოვზი ძირა
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
2 2 სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
100 100 მლ. ზეთი
საფეხური 1
სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ 1 სმ.-ის სიგრძის ნაჭრებად.
საფეხური 2
ტაფაზე დავასხათ ზეთი და კარგად გავაცხელოთ. დავყაროთ ქათმის ღვიძლი მთლიანად, კარგად ამოვურიოთ მოშუშვის დროს, რომ ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს. დავუმატოთ სუნელები, ბოლოს დიჟონის მდოგვი და მარილი გემოვნებით.

სერვირება

სალათის ფოთლები მოვათავსოთ ჭურჭელში და დავუმატო მომზადებული ქათმის ღვიძლი. გემრიელად მიირთვით!