დავაბლენდეროთ ისპანახი, ნიგოზი და ნიორი წყალთან ერთად. ეს მასა გადავურიოთ ჭადის ფქვილს. მოვზილოთ ცომი, დავუმატოთ მარილი და გახურებულ ზეთიან ტაფაზე შევბრაწოთ.
საფეხური 2
ბოლოს თითო-თითოდ გადავადოთ სულგუნის ნაჭრები და გამოვაცხოთ ღუმელში.
საფეხური 3
ამასობაში მოვამზადოთ სოუსი - გადავურიოთ ერთმანეთში არაჯნის და აჯიკის მასა. სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე მოვათავსოთჭადები და გვერძე დავდოთ სოუსი რომელსაც შეგიძლიათ მოაყაროთ ოხრახუში.
სერვირება
სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე მოვათავსოთ ჭადები. მივირთვათ სოუსთან ერთად.