Search
ან
ხაჭოს ხინკალი
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
1 1 კგ. ფქვილი
400 400 გრ. ნადუღი
250 250 გრ. ყველი
3 3 კვერცხი
3 3 მარილი
70 70 გრ. კარაქი
100 100 მლ. არაჟანი
საფეხური 1
600 გრ. ფქვილი მოათავსოთ დიდ ჯამში, დაუმატეთ 2 კვერცხი და გადაზილეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ საჭირო ოდენობის წყალი. მიიღებთ ოდნავ მკვრივ ცომს. დააგუნდავეთ, გადააფარეთ საკვები ცელოფანი და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.
საფეხური 2
ნადუღს შეურიეთ ყველი და 1 ცალი კვერცხი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი. ხინკლის შიგთავსი მზადაა.
საფეხური 3
ცომი გადმოიღეთ მაცივრიდან, ფქვილიან მაგიდაზე გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე. ამოჭერით პატარა ჭიქის საშუალებით მრგვალი ფორმები. მიეცით ოვალური ფორმა. ჩადეთ 1 ჩ/კ შიგთავსი და ზედა მხრიდან ნაკეც-ნაკეც შეაწებეთ ცომის კიდეები, რომ მიიღოთ თევზის მსგავსი ფორმები, ბოლოები ორ ნაწილად შეაწებეთ თევზის კუდის მსგავს ფარფლებად.
საფეხური 4
პარალელურად, ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაადგით მაღალ ცეცხლზე ასადუღებლად. ჩაყარეთ მომზადებული ხინკლები და მოურიეთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. 7 წუთის შემდეგ გადმოიღეთ დიდ თეფშზე.

სერვირება

შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან და არაჟანთან ერთად.