ეს არის, მარტივი და სწრაფი კერძი, რომელიც ისეთივე გემრიელია ცხლად, როგორც ცივად. მე პირადად ცივი მირჩევნია.
ძალიან მნიშვნეოვანია, რომ ბარდა იყოს მწვანე და მოუხარშავი.
150
150
გრ.
პიტნა (ფოთლები)
80
80
გრ.
ოხრახუში
70
70
გრ.
ხახვი
40
40
გრ.
არაჟანი
20
20
გრ.
მწვანე ხახვი
180
180
გრ.
ხარდა (გაყინული ან ნედლი)
20
20
გრ.
კარაქი
1
1
ლიტრი
ბოსტნეულის ბულიონი (უმარილო)
20-25
20-25
მლ.
ლიმონის წვენი
ვიღებთ 2-3 ლიტრიან ქვაბს, ვჭრით ხახვს ძალიან წვრილად, ქვაბში ვაგდებთ კარაქს და ვთუშავთ ხახვს. ხახვი რომ გაუფერულდება, ვამატებთ ბარდას და 250 მლ. წინასწარ გამზადებულ ბოსტნეულის მდუღარე ბულიონს.
ბარდას ვთუშავთ 2 წუთი (სიმწვანე არ უნდა დაკარგოს). ამ ეტაპზე დაბლენდერების დრო დგება. შეგიძლით ეს იმერსიული ხელის ბლენდერით გააკეთოთ, ან კლასიკური დოქის ტიპის ბლენდერით.
ვამატებთ პიტნის ნედლ ფოთლებს და უფესვო იხრახუშს, ღეროებოთ. მასას ვაბლენდერებთ და პარალელურად ვუმატებთ დარჩენილ ბულიონს, დამატებითი სიმჟავისთვის კი ლიმონის წვენს (ეს აუცილებელი არაა).
მარილი გემოვნებით, მაგრამ მე გირჩევთ პროდუქტის ჯამური მასის 1.5-2% მარილი დაამატოთ, რაც დაახლოებით 3 გრამის ტოლია. წვნიანი უნდა იყოს გლუვი და ერთგვაროვანი, მაცივარში კი 2-3 დღე უპრობლემდ ინახება.
სერვირება
სერვირებისთვის, არაჟანი გავხსნათ 20-30 მლ. წყალში რომ გათხელდეს და მოვასხათ წვნიანს. მოვაყარით წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი