Search
ან
ხიწიწი, იგივე ნახიჭო, ბოსტნეულით და კივის საწებლით
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

ხიწიწი  ჩემი ბავშვობის საკვებია. ბებია ღორის ქონს პატარა კუბებად ჭრიდა და საშუალო ცეცხლზე ბრაწავდა ხოლმე, გამლღვარ ცხიმს აგროვებდა და ინახავდa, ბავშვები კი შებრაწულ ნახიჭოს მივირთმევდით.

ხიწიწის მოსამზადებლად ბებიის მეთოდს მივყევი. ღორის ქონი ცალკე ჭურჭელში გადავიტანე და კარტოფილის შესაწვავად გამოვიყენე. უფრო დეტალურად მოგიყვებით რეცეპტში.

ინგრედიენტები
700 700 გრ. კარტოფილი
2 2 სტაფილი
1 1 თავი ბროკოლი
2 2 სვანური მარილი
2 2 ზეითუნის ზეთი
50 50 გრ. სალათის ფურცლები
1 1 ბროწეულის მარცვლები
400 400 გრ. ღორის ქონი
Соус: Соус: საწებელი
8 8 კივი
1 1 ჩაის კოვზი ხმელი პიტნა
30 30 გრ. ოხრახუში (მხოლოდ ფოთლები)
3 3 კბილი ნიორი
1/2 1/2 ჩაის კოვზი სვანური მარილი
1 1 ფირფიტა ლავაში
საფეხური 1
პირველ რიგში, პატარა ზომის კუბებად დაჭერით ღორის ქონი და ტაფაზე მობრაწეთ, ერთდროულად ნუ ჩაყრით ტაფაზე მთელ ქონს, ეტაპობრივად, მცირე პორციები ბრაწეთ. მიღებული ცხიმი სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ.
საფეხური 2
კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, არ გაფრცქვნათ, დაჭერით ნავისებურ ფორმებად. სტაფილოც და ბროკოლიც გარეცხეთ, სტაფილო ოვალურ ფორმებად დაჭერით, ბროკოლიც დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად. ღორის გამდნარ ქონს შეურიეთ სვანური მარილი, გადაურიეთ კარტოფილს და სტაფილოს, მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთით (სრულ მომზადებამდე, სანამ კარტოფილი გარედან არ მოიბრაწება და შიგნიდან რბილი არ გახდება). მომზადებამდე 10 წუთით ადრე შეგიძლიათ ბროკოლი დაუმატოთ, თუ გსურთ, რომ ძლიერ არ დაიბრაწოს.
საფეხური 3
კივი გავფრცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ რგოლებად ან თანაბარი ზომის კუბებად, პატარა ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ წყალი, ისე, რომ ოდნავ იფარებოდეს და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ავადუღოთ, 5 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცადოთ გაგრილება.
საფეხური 4
ოხრახუში კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ, კივი გადავწუროთ (გადაწურული წვენი არ გადაასხათ). მოხარშული კივი მწვანილთან და ნიორთან ერთად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ სვანური მარილი და ხმელი პიტნა, თუ მიღებული მასა ძალიან სქელია, თქვენთვის სასურველი კონსისტენციის მიღებამდე გაათხელეთ გადაწურული წვენის მეშვეობით. საწებელი მზადაა, დაგვრჩა ლავაში.
საფეხური 5
ლავაშის ფირფიტა დავჭრათ კუბებად ან რომბებად, დავაწყოთ საცხობ ლანგარზე, მოვასხათ 2 ს/კ ზეთი და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთით. მიიღებთ ხრაშუნა, ძალიან გემრიელ ლავაშს.

სერვირება

აიღეთ დიდი თეფში. შუაში მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში ჩასხმული საწებელი, ირგვლივ კი გამომცხვარი ბოსტნეული და ლავაში. მოაყარეთ ხიწიწი და ბროწეულის მარცვლები.