Search
ან
ტიბეტური მომო

ხინკალის წარსული აღმოსავლეთშია -  ჩინეთში, მონღოლეთში, ტიბეტში. უმეტესად სხვა ფორმით გვხვდება, მაგრამ მოკრული თავის ტექნიკა პირველად ტიბეტში გამოიგონეს. ეს პროტო-ხინკალია, ასევე ცნობილია როგორც ცაკ-შა, ტიბეტური მომო. 

ინგრედიენტები
500 500 გრ. ფქვილი
120 120 გრ. სიმინდის სახამებელი
500 500 გრ. საქონლის ხორცი (საშუალოდ ცხიმიანი)
120 120 გრ. წითელი ხახვი
50 50 გრ. ქინძი
100 100 გრ. ჯანჯაფილი
100 100 გრ. ნიორი
200 200 მლ. სოიოს სოუსი
საფეხური 1
საშუალო ცხიმიანობის საქონლის ხორცი გავატროთ სქლად. შევურიოთ 80 გრ. წვრილად დაჭრილი ნიორი და 80 გრ. წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, იგივე ზომაზე დაჭრილი 120 გრ. ხახვი, 80 მლ. სოიოს სოუსი და 4 გრ. მარილი.
საფეხური 2
მოვზილოთ ცომი. ამისთვის დაგვჭირდება 500 გრ. ფქვილი და 150 მლ. წყალი. უნდა მივიღოთ ხინკლის ცომის კონსისტენციის მქონე მასა და ვზილოთ 15-20 წუთი, შემდეგ კი დავასვენოთ 30 წუთი.
საფეხური 3
ცომი გავაბრტყელოთ 8-9 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე, 1-2 მმ. სისქის ფირფიტებად. მოვაყაროთ სიმინდის სახამებელი, რომ არ გამოშრეს და არ მიეწებოს ერთმანეთს.
საფეხური 4
ცომში მოვათავსოთ ხორცი და მოვუკრათ თავი ხინკალის მსგავსად, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო არაა ნაკეცების გაკეთება, უბრალოდ თავის მოკუჭვაც საკამარისია.
საფეხური 5
მომოები მოვათავსოთ მდუღარე წყალზე დაკიდებულ ცხაურზე, დავახუროთ სახურავი და ორთქლზე მოვხარშოთ, იქამდე სანამ ცომი არ გახდებაოდნავ გამჭირვალე. დაახლოებით 8-9 წუთი. პარალელურად, დარჩენილ სოიოს სოუსს შევურიოთ დაჭრილი ქინძის ფოთლები, დარჩენილი ნიორი და ჯანჯაფილი. ეს სოუსი გამოვიყენოთ მომოსთვის.

სერვირება

მივირთვათ სოუსთან ერთად.