საქონლის ენა გავრეცხოთ. მოვხარშოთ დაფნასთან, მარილთან და პილპილის რამდენიმე მარცვალთან ერთად. შეგვიძლია დარიჩინის ჩხირიც დავამატოთ არომატისთვის.
კარგად მოხარშული ენა ამოვიღოთ ქვაბიდან და ცივ, გამდინარე წყალში ჩავდოთ, რომ ტყავი გავაცალოთ მარტავად.
გადავდოთ და ვაცადოთ შეგრილება.
საფეხური 2
წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და სტაფილო. მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე კარაქში, დავამატოთ ოდნავ ზეთი (რომ კარაქი არ დაიწვას). როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ნუში, ქიშმიში და ლიმონის ცედრა.
საფეხური 3
დაახლოებით ორ წუთში დავასხათ კონიაკი. ალი თუ ავარდა, არ შეგეშინდეთ, ალკოჰოლი იწვის. ამის შემდეგ დავამატოთ ბულიონი და ცოტა ლიმონის წვენი. სოუსი არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი, რადგან არაერთგვაროვანი მასაა. შევაზავოთ დაღერღილი წითელი წიწაკით და მარილით.
საფეხური 4
გავფრცქვნათ და დავჭრათ ენა.
სერვირება
დაალაგეთ ნაჭრები დაფაზე ან თეფშზე, მოასხით სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!