პარალელურად, მოხარშეთ ბოსტნეულის ბულიონი. შეგიძლიათ ადუღებული წყალიც გამოიყენოთ. მოათავსეთ ჯამში 1 ს.კ. უცხო სუნელი, 1 ჩ.კ. ყვითელი ყვავილი, 1 ს.კ. ხმელი ქინძი, 2 მიხაკის მარცვლი, მარილი და წითელი წიწაკა - გემოვნებით. დაუმატეთ სუნელებს გატარებული ნიგოზი, გააზავეთ ბულიონით/წყლით და აადუღეთ.