Search
ან
ლოქო ქინძმარში
30-60 წუთი
ადვილი
მსუბუქი
1
0-200 კკალ
ინგრედიენტები
1 1 ლოქო
1 1 ლიმონი
1 1 ხახვი
2 2 კბილი დაფნის ფოთოლი
2 2 ნიორი
5 5 შავი პილპილის მარცვალი
120 120 გრ. ქინძი
50 50 მლ. ღვინის ძმარი
საფეხური 1
დავამუშაოთ ლოქო - გავასუფთაოთ ფხებისგან, გავაცალოთ კანი.
საფეხური 2
დავჭრათ პატარა ნაჭრებად, გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და დავაგუნდაოთ სასურველ ზომაზე.
საფეხური 3
გავაკეთოთ ქინძმარი - ჯამში მოვათავსოთ თეთრი ღვინის ძმარი, დაკეპილი ქინძის ფოთლები, მარილი, ნიორი - სურვილისამებრ და წყლით დავარეგულიროთ სიმჟავე.
საფეხური 4
წყლიან ქვაბში მოვათავსოთ დაფნა, სტაფილო, ხახვი, ლიმონი, მარილი, შავი პილპილის მარცვლები, ქინძი და ავადუღოთ. ადუღებულ წყალში ჩავდოთ გუფთები და მოვხარშოთ.

სერვირება

ჩავდოთ გუფთები ქინძმარში და გავაჩეროთ რამდენიმე წუთი.