კერძის მომზადება დაიწყეთ სოუსით. გარეცხეთ ბულგარული, გაახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი. ამის შემდეგ გააცალეთ კანი და თესლი, მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ნუში, თხილი, ნიორი, ზეთი, ძმარი , პომიდვრის ჩირი, ბაზილიკი, წიწაკა, მარილი, პაპრიკა, ორეგანო და დააბლენდერეთ.