Search
ან
გამომცხვარი მიდიები ტარხუნით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
201-500 კკალ

ამ კერძის მოსამზადებლად გჭირდებათ მწვანე, შედარებით დიდი ზომის  მიდიები, ნახევარი ნიჟარით.

ინგრედიენტები
10 10 მიდია (მწვანე ნახევარნიჟარაში)
30 30 გრ. კარაქი
30 30 გრ. საფანელი
10 10 გრ. ნიორი
100 100 მლ. ნაღები
50 50 გრ. ტარხუნა
10 10 გრ. მწვანე ხახვი
10 10 გრ. ოხრახუში
10 10 გრ. ქინძი
50 50 გრ. ლიმონი
საფეხური 1
გავასუფთაოთ მიდიების ჯავშანი წყალმცენარეებისაგან. თუ დავაკვირდებით, შეიძლება წყალმცენარე მის შიგნითაც ვიპოვოთ. დროებით ამოვიღოთ მიდია ნიჟარიდან.
საფეხური 2
შიგთავსის მოსამზადებლად დაგვჭირდება კარაქი, საფანელი, ნიორი, მარილი და ცოტა ლიმონის ცედრა - არომატისთვის. გადავურიოთ ყველა ინგრედიენტი და მოვათავსოთ ნიჟარებში მიდიებთან ერთად. შევდგათ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ხშირად შევხედოთ ხოლმე. კარაქი რომ გადნება და დუღილს დაიწყებს შეგიძლიათ უკვე პარმეზანი მოაყაროთ და კიდევ 1 წუთით შეაბრუნოთ ღუმელში, სანამ პარმეზანიც არ დადნება - ესეც თქვენი სურვილისამებრ. მთლიანად გამოცხობის პროცესს 10 -12 წუთი ჭირდება.
საფეხური 3
პარალელურად, წამოვადუღოთ ნაღები, დავუმატოთ 1 კბილი გახეხილი ნიორი, ყველა მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავაბლენდეროთ, სანამ ერთიანი, ლამაზი სალათისფერი შეფერილობის მასას არ მივიღებთ, შევაზავოთ მარილით და მზადაა. (რაც შეეხება ინგრედიენტებს, ამ შემთხვევაშიც თავისუფლები ხართ არჩევანში, შეგიძლიათ მწვანილი თქვენი სურილისამებრ დაამატოთ ან მოაკლოთ თუკი რომელიმე არ მოგწონთ).

სერვირება

სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი ფერის დიდი ზომის თეფში, დაყაროთ მასზე ქვამარილი და დააწყოთ მიდიები სასურველი თანმიმდევრობით. სოუსი შეგიძლიათ უშუალოდ მიდიებს მოასხათ ან ცალკე მიიტანოთ სუფრასთან.