Search
Or
წიწილი ალუბლის სოუსით
30-60 Min
ადვილი
201-500 Kcal
ingredients
1/2 1/2 წიწილი
10 10 გრ. კარაქი
80 80 მლ. ზეთი
80 80 გრ. მოცხარი
გარნირი:
200 200 გრ. ფორთოხალი
150 150 მლ. წყალი
100 100 გრ. შაქარი
სოუსი:
200 200 მლ. ალუბლის წვენი
20 20 გრ. კარაქი
20 20 გრ. ფქვილი
1 1 მწიკვი მარილი
step 1
გავასუფთაოთ წიწილი. მოვჭრათ ნახევარი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, მოვათავსოთ დაჭყლეტილი ნიორი და შევწვათ ქათამი. გადმოვიღოთ შემწვარი წიწილი და წავუსვათ კარაქი. ფორთოხლის გარნირი: მოვათავსოთ ჯამში წყალი და შაქარი. წამოვადუღოთ და დაველოდოთ შაქრის გალღვობას. დავჭრათ ფორთოხალი. მოვათავსოთ ტაფაზე და მოვასხათ სიროფი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან როგორც კი ფორთოხალი შერბილდება.
step 2
ალუბლის სოუსი: წამოვადუღოთ ალუბლის წვენი. მოვამზადოთ რუ: გავალღვოთ კარაქი დაბალ ცეცხლზე და ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ რუ წამოდუღებულ ალუბლის წვენს. დავდგათ დაბალ ცეცლზე და ვადუღოთ სასურველი სისქის კონსისტენციის მიღებამდე. დავუმატოთ მარილი გემოვნებით.

How To Serve

მოვათავსოთ წიწილი სასურველ თეფშზე. გვერდზე დავუდოთ ფორთოხალი და მოვასხათ სოუსი. გასაფორმებლად გამოვიყენოთ წითელი მოცხარი.