Search
Or
ღორის ნეკნები საახალწლო სანელებლებით
60+ Min
საშუალო
500+ Kcal

კერძი მარტივია, სასიამოვნო სააახალწლო არომატებით.

ingredients
2.5 2.5 კგ. ღორის კარეიკა (გადაბმული)
250 250 გრ. ვაშლი
250 250 გრ. კვახი
250 250 გრ. ბატატი
250 250 გრ. კარტოფილი
120 120 გრ. თაფლი
15 15 გრ. ანისი
20 20 გრ. დარიჩინი
15 15 გრ. მიხაკი (მთლიანი)
15 15 გრ. შავი პილპილის მარცვლები
15 15 გრ. ცერეცოს თესლი (მთლიანი)
15 15 გრ. ჯინჯერის ფხვნილი
250 250 გრ. კომში
step 1
პირველ რიგში, ვიღებთ ანისს, დარიჩინის ჩხირს, მიხაკს, შავ პილპილს, ცერეცოს თესლს, ჯინჯერის ფხვნილს და ერთად ვფქვავთ. დაფქულ სუნელებს ტაფაზე შევაცხელებთ, ისე რომ არ დავწვათ. ღორის ნაჭერს გავუსუფთაოთ ძვლები, რადგან ცხობის დროს ძვლებზე დარჩენილი ხორცი დაიწვება, ჩვენ კი ეს არ გვინდა.
step 2
პარალელურად, დავჭრათ ყველა ბოსტნეული და ხილი ერთ ზომაზე, გარდა კარტოფილისა, კარტოფილი 15% უფრო პატარა უნდა იყოს ვიდრე დანარჩენები, რადგან მას მეტი დრო სჭირდება გამოსაცხობად. ხორცის ნაჭერში, ძვლის გაყოლებაზე აგვაკეთით ჭრილი, კომშის და ვაშლის 30% ამ ჭრილში შევჭედოთ, სუნელები შევზილოთ ხორცს ისე, რომ ნაჭერი მთლიანად შეიღებოს, დავუმატოთ მარილი (გულიანად), შემდეგ წავუსვათ თაფლი.
step 3
საცხობ ჭურჭელზე დავყაროთ ხილი და ბოსტნეული, დავადოთ ხორცის ნაჭერი, ძირში ჩავუსხათ წყალი, ისე რომ ხილ-ბოსტნეულის 50% დაიფაროს . ჭურჭელს გადავაკრათ ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) და შევდგათ ღუმელში 3.5 საათით 160 გრადუსზე, ან იქამდე სანამ ხორცის ტეპერატურა ძვალთან არ მიაღწევს 70 გრადუსს. ცხობისას წყალი თუ დაშრა, დავუმატოთ, ისე რომ წყალი უდმივად იყოს ჭურჭლის ძირზე. ეს დაგროვებული სითხე გვაძლევს უგემრიელსს სოუს, რომელსაც მერე ვიყენებთ.

How To Serve

გამომცხვარი ხორცი დავჭრათ თითო ნეკნად და ამოვავლოთ ჭურჭელში დაგროვილ წვენში. მოვათავსოთ იმავე ჭურჭელში. მივირთვათ გლინტვეინთან, ან გროგთან ერთად.