Search
Or
ბუღლამა - კახეთი
60+ Min
საშუალო
მძიმე
1
201-500 Kcal

ბუღლამა არომატულ სპექტრში ახლოს დგას ჩაქაფულთან. პირველ რიგში დავჭრათ ცხვრის ქონი, და ჩავდოთ ქვაბში, დავიწყოთ მოშუშვა და შემდეგ დავუმატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ცხვრის ხორცი და მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, და დავუმატოთ ხორცს. მოვთუშოთ 30 წუთი. წყალი თუ დაშრა, დავამატოთ. შემდეგ ვუმატებთ 4 კბილ დასრესილ ნიორს, და ტყემალს. ვთუშავთ კიდევ 30-40 წუთი, ხორცის დარბილებამდე. ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, კარგად ამოვურიოთ, დავუმატოთ მარილი, და, სურვილისამებრ, ცხარე წიწაკა. მოვთუშოთ კიდევ 5 წუთი, და ცხლად მივირთვათ.

ingredients
500 500 გრ. ცხვრის ხორცი
100 100 გრ. ხახვი
4 4 კბილი ნიორი
120 120 გრ. ტყემალი
60 60 გრ. ქინძი
40 40 გრ. კამა
30 30 გრ. პიტნა