ხაჭაპურის ცომი ბევრნაირი არსებობს - ეს ცომი ტაფისაა, კარგად იბრაწება და მარტივად ცხვება.
500
500
გრ.
უმაღლესი ხარისხის ფქვილი
100
100
გრ.
მაწონი
130
130
მლ.
რძე
10
10
გრ.
შაქარი
12
12
გრ.
მარილი
8
8
გრ.
სოდა
270
270
გრ.
სულგუნი
270
270
გრ.
იმერული ყველი
2
2
კვერცხი (0 კატეგორიის)
ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, დავასხათ მაწონი, რძე, შაქარი, მარილი, 1 კვერცხი და სოდა. კარგად მოვზილოთ, ისე რომ არ იყოს კოშტები, დაახლოებით 5 წუთი. ცომი დავასვენოთ 15 წუთით, შემდეგ კიდევ ერთხელ გადავზილოთ, დავაგუნდავოთ და კიდევ 5 წუთით დავასვენოთ.
პარალელურად გავხეხოთ ყველი, კარგად გავწუროთ და შევურიოთ 1 კვერცხი.
ცომის გუნდა გავაბრტყელოთ ისე, რომ ცენტრში იყოს უფრო სქელი, გარშემო კი უფრო თხელი. ყველის ბურთი მოვათავსოთ ცენტრში, ცომი ხინკალივით შემოვაკრათ და მოვაჭრათ კუჭი. გუნდა ნაკერის მხარით დავასვენოთ დაფქვილულ ზედაპირზე.
3 წუთში ავიღოთ ყველიანი გუნდა და ცენტრიდან გარეთ დავიწყოთ გაბრტყელება. გაბრტყელებული ხაჭაპური გადავიტანოთ ტაფაზე, რომელსაც უსვია ცოტა ზეთი.
How To Serve
მოვბრაწით დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან, გაოქროსფერებამდე.
Click if you already have prepared