Search
Or
კოქტეილები ზამთრისთვის

ბურბონის რეინკარნაცია - ამ კოქტეილს  ეს სახელი  მოუხდებოდა. 
ზამთრის ცივ დღეებში, უფერო ცას რომ ახედავ  მაინცდამაინც კარგ განწყობაზე არ დგები. ამ ყველაფერს თუ ბევრი საქმე და გაციებაც დაემტა, ხომ საერთოდ გიფუჭდება ხასიათი.
ასეთი შემთხვევებისთვის ჯადოსნური ელექსირი გამოიგონეს, რომლის მოსამზადებლად ცოტა დრო და შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ - ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ფორთოხალი,რომელსაც წყალში ჩაწურავთ, 5-6 ყლუპი ბურბონი, ჯინნჯერი, მუსკატის რამდენიმე მარცვალი და  დიიიიდი კოვზით თაფლი.  

გოგრა  უცნაური მცენარეა. ისეთ ადამიანს წააგავს, რომელიც ყველაზე მხიარულ წვეულებაზეც კი ჩუმად ზის.  მას ვერავინ ამჩნევს. არავისთვისაა საინტერესო, მაგრამ ერთხელაც ხმას იღებს და სასიამოვნოდ გაოცებს. ცხელი თეთრი შოკოლადისა და გოგრის კოქტეილიც ასეთივე მოულოდნელი სიურპრიზია.
თუ გიყვართ თეთრი შოკოლადის კარაქნარევი მსუყე გემო, გოგრის მოტკბო არომატი, კარამელის მსუბუქი  სიტკბო, მაშინ ეს კოქტეილი შენი ზამთრის მეგზური გახდება. ალკოჰოლი? რა თქმა უნდა არც უამისობაა. საყვარელი  შხამის არჩევანში სრული თავისუფლება გაქვთ.

ცხელი კარაქიანი რომი - ეს სიყვარულია ერთი მოყლუპვისთანავე.  ის გათბობთ სუსხიან დღეებში. გისმენთ,როცა რამის თქმა გინდათ. მასთან განმარტოება დიდი სიამოვნებაა. ეს შანსი  ხელიდან არ უნდა გაუშვათ.  კარაქისა და რომის კომბინაცია იდეალურ ქორწინებას ჰგავს. ეს ორი ინგრედიენტი  ისეა ერთმანეთში გათქვეფილი, რომ მათი კომბინაცია ახალ, უცხო გემოს წარმოქმის. ეს თბილი, ბლანტი სითხე ძარღვებში ნელ-ნელა დაგივლით, ზუსტად ისე,როგორც სისხლი პირველი კოცნისას. შედეგი იმდენად სასიამოვნოა, რომ შეგიძლიათ ამ კოქტეილს  ბოლომდე მინებდეთ.

ეს ის შემთხვევაა,როცა  საუკეთესო წუთები ბარში კი არა, თქვენსავე სამზარეულოში უნდა გაატაროთ. ამ კოქტეილს ხმაური და ხალხმრავლობა არ უხდება. ჩართეთ შავ-თეთრი ფილმი, მოიხვიეთ პლედი, მიწექით დივანზე და წრუპეთ რამდენიც გინდათ.
ტოლჩა ნახევრად გაავსეთ ადუღებული წყლით, მასში ჩაის ფოთლები ჩაყარეთ და 3 წუთით შიგნით დატოვეთ. მერე, ამოიღეთ. ნელ-ნელა, ცალი ხელით ჩაასხით  ბურბონი და  მეორეთი მოურიეთ. მეტი სიმზაფრისთვის, სითხეში ჩაალბეთ ორი დარიჩინის ჩხირი და პოეზიაზე ფიქრი განაგრძეთ.

ალკოჰოლურ სასმელებს შორის, მეზკალი მექსიკურ ცხელ შოკოლადს ყველაზე მეტად უხდება.  ეს კოქტეილი იდეალურია ლაშქრობებისთვის. თერმოსში ასხამთ და თან მიგაქვთ ყველგან  - მთაში, ტყეში, ტბის ან მდინარის პირას. 
ცხელ შოკოლადს გაურიეთ შოკოლადის ბითერი,  5 ყლუპი მეზკალი, დარიჩინის ფხვნილი.  დაანთეთ კოცონი, ხის გათლილ ტოტებზე წამოაგეთ ზეფირი, შეწვით და კოქტეილთან ერთად მიირთვით.