Search
ან
მურაბები

პომიდორი ის მცენარეა, რომელიც ბოსტნეულიცაა და ხილიც. მისგან განსაკუთრებული გემოს მურაბა მზადდება.
სამურაბე პომიდორი პატარა ზომის უნდა იყოს. მოხარშეთ, შემდეგ, დაჩხვლიტეთ, გათალეთ და ჩაყარეთ კირიან წყალში ( კირი გახსენით იმდენ წყალში, რომ პომიდორი დაიფაროს), დატოვეთ 3 საათი. გარეცხეთ გამდინარე წყლით.
ამ პროცედურის დასრულებისთანავე, 2 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით შსაქბი, ჩაყარეთ პომიდორი და ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ. ისევ გაავლეთ ცივი, გამდინარე წყალი.  ამასობაში, 200 გრამი შაქარი გახსენით 1.5 ლიტრ წყალში, წამოადუღეთ და ჩაყარეთ პომიდორი.  ქვაბში 10 წუთზე დიდ ხანს ნუ დატოვებთ, გადაწურეთ და კვლავ ცივ წყალი გადაავლეთ. სპეციალური საწურით ამოიღეთ და გააშრეთ.  წინასწარ მომზადებულ  ცხელ სიროფში  პომიდორი ჩაყარეთ, დაუმატეთ ვანილი და დადგით ნელ  ცეცხლზე. რამდენიმე წუთშიც და  პომიდვრის უგემრიელესი მურაბა  მზადაა.


ლიმონი არომატულობით გამოირჩევა. მისი მურაბაც ასეთივეა.
ერთი კილოგრამი შაქრისა და 1.5 ჭიქა წყლისგან გააკეტეთ სიროფი. წამოადუღეთ. მერე ქერქიანად გახეხეთ ლიმონი. მაგოაცალეთ კურკა და 5 წუთით ადუღეთ.  თუ ოდნავ მიმწვარი ლიმონის  გემო გესიამოვნებათ,  ქურაზე 15-20 წუთით დატოვეთ.მიირთვით ჩაისთან ერთად.

ბადრიჯნისგან ხიზილალის გარდა, მურაბის მომზადებაც შეიძლება.
ბადრიჯანს ყუნწიდან შუამდე  ნაწილი მოაჭერით. გათალეთ. დაჩხვლიტეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.  3-4 საათით ჩაყარეთ კირიან წყალში. დროდადრო ურიეთ ხის კოვზით. ამოიღეთ და გამდინარ წყალში გარეცხეთ. შეეცადეთ, ცივ წყალში 30 წუთით მაინც ჩაალბოთ. გაწურეთ.  შემდეგ, 2 ლიტრ წყალში გახსენით შაბი და წამოადუღეთ. მდუღარეში ჩაყარეთ ბადრიჯანი. 15 წუთით ადუღეთ. ისევ  გაავლეთ და გაწურეთ. ამ პროცედურას რომ მორჩებით, 200 გრ შაქარი  1.5 ლიტრ  ადუღებულ წყალში ბადრიჯანთან ერთად  ჩაყარეთ. 15 წუთის შემდეგ, გადაიღეთ საწურზე. მოათავსეთ ქილაში, მოასხით სიროფი და მოხუფეთ.
 


 

 

თეგები