Search
Or
კერძების ბაზა - ბულიონი

ქათმის ბულიონი არაერთი კერძის საბაზისო კომპონენტია. გთავაზობთ ბულიონის მომზადების მარტივ რეცეპტს.


დაჭერით ქათამი საშუალო ზომის ნაჭრებად.  დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. პერიოდულად მოხადეთ ქაფი.
მოხარშვამდე,  ქვაბში გადაუშვით 1 მთლიანი ხახვი,  1 ცალი სტაფილო საშალო ზომის ნაჭრებად ჩააჭერით, დაუმატეთ  2 კბილი ნიორი, მოაყარეთ მწვანილი და მარილი. ბულიონი  მზად არის.

ეს რეცეპტი შეგიძლიათ  ინდაურის საცივის, ხარჩოს, ხაშლამას ან სხვა რომელიმე წვნიანის მოსამზადებლადაც გამოიყენოთ.

მრავალფეროვნებისთვის შემოგთავაზებთ  იტალიური რიზოტოს რეცეპტს, რომეცლიც ბულიონის ბაზაზე მზადდება.

რიზოტოსთვის საჭირო ინგრედიენტებია:


ბრინჯი - 250 გრ;

ქათმის ბულიონი - 250 გრ;

თეთრი ღვინო - 250 გრ;

წყალი - 250 გრ;

ბოსტნეული - 250 გრ (100 გრ ხახვი, 40 გრ მშრალი სოკო, 110 გრ  სატაცური);

ზეთი - 2 სადილის კოვზი;

კარაქი - 1 სადილის კოვზი;

მარილი, შავი პილპილი.


სოკოს ჩირს დაასხით წყალი, ისე რომ დაფაროს. ჩირი 30 წუთში  დარბილდება და  გაწურეთ. ამასობაში, გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელსაც  პერიოდულად უნდა  მოურიოთ. 3 წუთში დაამატეთ დამბალი  სოკო, ბრინჯი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.  ბრინჯი  ზეთში შებრაწეთ,  ცეცხლი უნდა იყოს საშუალო და ბრინჯს ხშირად უნდა მოურიოთ.  ამ პროცესაც 3 წუთი დაუთმეთ; მოასხით ბულიონი. წამოადუღეთ ისე, რომ სითხე აორთქლდეს.