Search
Or
შევწვათ ხრაშუნა კარტოფილი

შემწვარი კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მარტივი და გემრიელი საჭმელია, თუმცა, არსებობს რაღაც ხრიკები, რომლებიც ამ უბრალო სადილის გაკეთებისას უნდა გაითვალისწინოთ.

გაიხსენეთ, რატომ არ მოგწონდათ ბებოს ან დედას შემწვარი კარტოფილი? ალბათ, ყველას შემთხვევაში ასე არაა, მაგრამ მწარე გამოცდილებამ მასწავლა კარტოფილთან მოპყრობის წესები.

შუაზე ჭრით გაფცქვნილ კარტოფილს. იწყებთ საშუალო ზომის ნაჭრებად დათლას. ათავსებთ ჯამში. ზემოდან, თვალის ზომით ასხამთ ზეთს და აყრით იმაზე მეტ მარილს, ვიდრე მოაყრიდით პირდაპირ ტაფაზე დაყრისას.  კარგად ურევთ და 15-20 წუთით ჯამში ტოვებთ. კარტოფილი მარილიან ზეთს იწოვს. ამის შემდეგ, ნელ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე ყრით. ყოველ 7 წუთში ურევთ. მუდმივად აკონტროლებთ ტემპერატურას, ნელ-ნელა ცეცხლს უმატებთ. ასევე,  გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ტაფის თავსახურს, რომელიც ნახევრად გადახდილი უნდა იყოს. ასე, კარტოფილი ოდნავ ნოტიო და ამავდროულად დაბრაწული გამოდის.