Search
Or
ბოსტანი ფანჯრის რაფაზე

კულინარიის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან ჩაერთნენ ერთგვარ გამოწვევაში - მოაშენონ პატარა ბოსტანი სახლში. შენც შეგიძლია გახდე ამ გამოწვევის მონაწილე, მიჰყევი ქვემოთ მოცემულ რჩევებს, ეს მართლა ძალიან მარტივია.

მწვანე ხახვი, რომელიც თითქმის ყოველთვის ფესვით იყიდება, გადაჭერი ფესვიდან ორ სანტიმეტრზე, გამოიყენე მწვანე ღეროები კერძისთვის, რომელსაც ამზადებ, ხოლო ფესვიანი გადანაჭერი ჩადე წყლიან ჭიქაში. წყალმა უნდა დაფაროს ხახვის ნახევარი. მწვანე ღეროები მალევე იწყებს ამოსვლას, დღეში დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება და სულ რაღაც ერთ კვირაში შენი ფანჯრის რაფის ბოსტნიდან სალათისთვის სამყოფი ხახვი გაქვს! გადაჭრი და ჩატოვებ წყალში, შესაძლოა კიდევ ორჯერ ამოიყაროს ღეროები. წყლის გამოცვლა ორ დღეში ერთხელაა რეკომენდებული. თუ ფესვები წყალში დიდხანს დაყოვნებისგან წებოვანი გახდება, შეგიძლია ცივ, გამდინარე წყალში გარეცხო და დააბრუნო ჭიქაში. სასურველია ყველაზე თბილი და მზიანი ფანჯრის რაფა შეარჩიო. 

იგივე მეთოდით გაზრდი ყველა მწვანილს, რომელსაც ფესვი აქვს. 
სალათის ფურცლები ღერძით და პატარა ფესვით, ახალი ნიორი და ნიახური ხახვთან შედარებით ნელა იზრდება, მაგრამ აუცილებლად გაგახარებს ხასხასა მწვანე, ნორჩი ფოთლებით.