Search
ან
ვქმნით ჯადოსნურ განწყობას გემოებით

ყველანი მოუთმენლად ველით შობის დადგომას. შობა მრავალი დატვირთვის მატარებელია, როგორც რელიგიური, ასევე საოჯახო და სულ ბოლოს ის უბრალოდ კარგი მიზეზია დღესასწაულის აღსანიშნავად. სხვადასხვა ტრადიციებში შობის განწყობა იქმნება არაჩვეულებრივი გემოებით. 
შობასთან ერთად მთავრდება დიდი მარხვა და როგორც წესი სუფრაზე ბევრი ხორცეული და თევზეულია, ამიტომ ბევრ ტრადიციაში მიღებულია შემწვარი და გამომცხვარი ხორცი. 
ამრიგად, მრავალფეროვანი ხორცეულის მომზადებისას გამოიყენება ციტრუსები და სხვადასხვა სუნელები - ქონდარი, კოჭა, მდოგვი, წიწაკა, პილპილი, ორეგანო.
დარიჩინი უფრო მეტად დესერტებში და ცხელ სასმელებში, თუმცა თავისი თბილი არომატით ის ყველაზე მეტად უხდება სადღესასწაულო განწყობას. დაფქული დარიჩინის გამოყენება შესაძლოა ნებისმიერ ხილთან, დესერტთან და სასმელთანაც კი (მაგალითად, გლინტვეინი).

ალბათ ყველასთვის ნაცნობია გამომცხვარი კომშის დაუვიწყარი არომატი. გამომცხვარი და მოხარშული კერძების მომზადებისას, კომში მნიშვნელოვნად თამაშობს თავის როლს და კერძებს მატებს ჯადოსნურ არომატს. იგივე ეხება ვაშლსაც, რომელსაც შეუძლია გემოების გამრავალფეროვნება.

საკმარისია მანდარინის გაფცქვნა და ის უკვე იწყებს თავისი არომატული ეთერზეთების ფრქვევას. მისი არომატი კონცენტრირებულია ზუსტად ქერქში, რომელიც შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ სამზარეულოში და ოთახი აივსება ამ ციტრუსის ნაზი და სასიამოვნო არომატით. იგივე ეხება ლიმონის და ფორთოხლის ქერქებსაც. 

თეგები

ექსპერტის რჩევები