Search
Or
მსხალი

მსხალი ხილია, რომელიც გამოირჩევა თავისი სიტკბოთი. შაქრის შემცველობა მასში საკმაოდ მაღალია, თუმცა გლუკოზის მაგივრად, ის შეიცავს დიდი რაოდენობის ფრუქტოზას, რაც ბევრად უფრო მარტივია ორგანიზმისთვის გადასამუშავებლად. ამ მიზეზით მსხალი ითვლება დიეტურ პროდუქტად. 
მსხალი შეიცავს ვიტამინების ვრცელ ჩამონათვალს - А, В1, В2, Е, Р, РР, С, ნივთიერებები - კაროტინი, ფოლიუმის მჟავა, კატეხინი, აზოტის ნივთიერებები, პექტინბი, რკინის მინერალური მარილები, მარგანეცი, იოდი, კობალტი, კალციუმი და მრავალი სხვა.

მსხალი შეიცავს ისეთ ეთერ-ზეთებს რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმის იმუნიტეტს და ეხმარებიან მას დაავადებებთან ბრძოლაში. არსებობს მოსაზრება რომ მსხალი დეპრესიასთან ბრძოლაშიც კი ეხმარება ორგანიზმს.

რკინის შემცველობის გამო მსხალი რეკომენდირებულია თავბრუს ხვევის დროს, დაღლილობისას, ფიზიკური დატვირთვების დროს და ასევე მადის დასაბრუნებლად. 

ბრონქიტის სამკარნალოდ გამოიყენება მსხლის წვენისა და ასკილის ნაყენი, რომელსაც მიირთმევენ დღეში 3-ჯერ. 
 

Expret Advices