რა ჯობია ფუმფულა და წვნიან კოტლეტებს. ეს რეცეპტი მათთვისაა, ვისაც გულით უნდა ასეთი კოტლეტების მომზადება, მაგრამ არასდროს გამოსდის.
თუ თქვენ მიერ მომზადებული კოტლეტი ძალიან წააგავს რეზინისას, რთულად იღეჭება ან პირიქით, მისი გარსი დახრუკულია, ხოლო შიგთავსი მოუხარშავი, ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ძირითადად, თითოეული პრობლემა ფარშის მომზადებასთან, საფანელის რაოდენობასა და წვის ტემპერატურასთანაა დაკავშირებული.
საუკეთესო კოტლეტის მოსამზადებლად, ჩვენს რჩევებს დაუჯერეთ.
კოტლეტის ფარში ხორცსაკებ მანქანაში არ გაატაროთ. ეს მოძველებული მეთოდია. ერთგვაროვანი ფარშის მოსამზადებლად საუკეთესო ხელსაწყო ბლენდერია.
შეეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეამციროთ საფანელის დოზებიც. თუ გინდათ, რომ თქვენს კოტლეტს რეზინასავით მაგარი გარსი არ ჰქონდეს, ჩვენს ინსტრუქციებს მიჰყევით.
კოტლეტი ისე შეწვით, რომ არ დაიბრაწოს. უკვე გამზადებული, ქვაბში მოათავსეთ და შიგნით ცოტა წყალი ჩაასხით (ძირი ოდნავ უნდა დაიფაროს წყლით). ჩაყარეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი და ქვაბი ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. არ დაგავიწყდეთ, რომ ქვაბს თავი უნდა დაახუროთ, სხვა შემთხვევაში, აორთქლებული წყალი ქვაბიდან ამოვა. ჩვენი მიზანი კი კატლეტის ორთქლში გატარებაა.
ქურა გამორთეთ. გვაბში კოტლეტი კიდევ 5 წუთით დატოვეთ. ხორცი დარბილდება, წვნიანი გახდება და სასიამოვნო დაფნის არომატი ექნება.