Search
ან
კიტრი და ჯანჯაფილი ერთ ჭიქაში

ზაფხულის პერიოდში მალფუჭებადი პროდუქტი დიდი რისკის ქვეშ დგება მაღალი ტემპერატურის გამო. ამგვარი საკვების მიღებისას არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი ზედმეტი ბაქტერიებისგან და მათგან წარმოქმნილი შხამებისგან. ამასთან ერთად, სიცხეში ჩვენი ორგანიზმი განიცდის დეჰიდრაციას. როგორც ცნობილია ყველაზე მეტი სითხის შემცველი პროდუქტია - კიტრი (96% წყალი), ხოლო დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალება - ჯანჯაფილი (30-მდე ეთერ ზეთი). 
მათი კომბინაცია წარმოადგენს არაჩვეულებრივად სასარგებლო სასმელს, რომელიც შეგიძლიათ მიიართვათ ზაფხულის ცხელ დღეებში.
თქვენ დაგჭირდებათ:

300 გრ. კიტრი
50 გრ. ჯანჯაფილი
1 ლიმონი
25 გრ. პიტნა. 
1 ლიტრი სუფთა წყალი
(სიტკბოსთვის რეკომენდირებულია თაფლის დამატება).

წყალი გაათბეთ დაახლოვებით 40-50 გრადუსამდე და დაამატეთ თხლად დაჭრილი კიტრი, გახეხილი ჯანჯაფილი, დაჭრილი ლიმონი და ფოთლებდაცლილი პიტნა. შედგით მაცივარში 8-10 საათით, ან მთელი ღამით. 
რეკომენდირებულია უზმოზზე მირთმევა, ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ცხიმების დაწვასაც კი. 

 

ექსპერტის რჩევები