Search
ან
ბადაგი

შემოდგომის კახეთში გატარებას არაფერი სჯობს. წელიწადის ამ დროს, აქ,  ყოველი დღე დღესასწაულია. რთველი, ყურძნის დაწურვა, ბადაგის მოდუღება... ეს ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით ხდება. თან, არომატული კახური ღვინის თანხლებით.
ბადაგი არის ყურძნის წვენი, რომელიც  60-73% შაქარს (ძირითადად გლუკოზასა და ფრუქტოზას), ამასთან  ერთად, ვაშლისა და ღვინის მჟავებს, მინერალურ და აზოტოვან ნივთიერებებსაც შეიცავს. ბადაგი საუკეთესო საკვები პროდუიქტია. მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. იყენებენ ტკბილი ღვინოების კუპაჟის დროს. ეს შაქროვანი სითხე თითქმის  ბლანტი და  გამჭვირვალეა.  ბადაგი რომ მივიღოთ, კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი  უნდა დავშაქროთ. შეიცავს მშრალ ნივთიერებებს: დექსტრინს, მალტოზას, გლუკოზას.  იყენებენ საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში, აგრეთვე, მსუბუქ მრეწველობაში ქსოვილების აპრეტირებისათვის.

მისი დამზადება სხვადასხვა პროდუქტისგანაც შეიძლება,  მაგალითად - ჭარხლისგან შავი ბადაგი, ანუ მელასა (შაქრის წარმოების ნარჩენები) მიიღება, შეიცავს სახაროზასა და ზოგიერთ სხვა მინარევს.


ერთხელ მაინც თუ შესწრებიხართ ბადაგის მოდუღებას, ადვილად გაიმეორებთ. მთავარია, თანმიმდევრულობა დაიცვათ. ქვაბი აავსეთ ახლადდაწურული ყურძნის წვენით და ნელ ცეცხლე დადგით. ადუღებისას ქაფს მოიდებს, რომელიც ყოველ ჯერზე უნდა მოხადოთ.  ამის მერე,  გააციეთ. გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ერთი დღე ადროვეთ. მომდევნო დილას საცერში გაწურეთ. ბადაგიც მზადაა და კახეთში ჩურჩხელების ამოვლების დრო დგება.