Search
Or
მუშმალა

მუშმალა, იგივე იაპონური ზღმარტლი, ლოქვა  - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახიდან. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მეტრ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმის — 10 სმ-მდე), აქვს ოვალური ან მსხლისებრი ფორმა, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელი. მოჰყავთ კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროსა და  ყირიმის სამხრეთ რეგიონებში, აგრეთვე შუა აზიის ზოგ რეგიონში. მცენარე ყვავილობს ნოემბერ-დეკემბერში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (კომპოტი, მურაბა და სხვა), თესლისგან ამზადებენ ყავის სუროგატს. გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე. მრავლდება თესლით და დამყნობით.
ლათინური დასახელება: Eriobotrya japonica

Expret Advices