ელვისი ნამდვილი პოპ-ვარსკლავი იყო. ჩვენ შემოგვრჩა არამხოლოდ მისი შემოქმედება, არამედ მისი საყვარელი სენდვიჩიც, რომელსაც ელვისის სახლი ჰქვია და მას მთელ მსოფლიოში იცნობენ.
თქვენ დაგჭირდებათ:
1 ს.კ - კარაქი
2 ნაჭერი პური
2 ს.კ მიწის თხილის კარაქი
1/2 ბანანი
4 ნაჭერი ბეკონი
2 ს.კ თაფლი
პურის ნაჭრებს ერთი მხრიდან წაუსვით კარაქი, ხოლო მეორე მხრიდან მიწის თხილის კარაქი. დაჭერით ბანანი და დაალაგეთ ზემოდან, მოათავსეთ ასევე ბეკონი და წაუსვით თაფლი. დახურეთ სენდვიჩი ისე, რომ გარედან კარაქიანი მხარე მოექცეს.
მოათავსეთ სენდვიჩი ტოსტერში და გამოაცხვეთ 3 წუთის განმავლობაში.
გაჭერით შუაზე და მიირთვით გემრიელად!