Search
Or
თავმდაბალი ბეთჰოვენი

მართალია ბეთჰოვენი პიანინოსთან იმდენ დროს ატარებდა, რომ ზოგჯერ ჭამა ავიწყდებოდა (და ძირითადად აცდენდა ვახშმებს), თუმცა როცა დანაყრების დრო მოდიოდა, ყველა დროის უდიდეს კომპოზიტორს უყვარდა მაკარონი ყველით, თევზეული და მსუბუქი ავსტრიული ღვინო.
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს ყველაზე მეტად სუპები უყვარდა, მან ერთხელ თქვა კიდევაც „მხოლოდ გულით კეთილ ადამიანს შეუძლია მოამზადოს კარგი სუპი“.
მისი საყვარელი კერძია - კვერცხის სუპი.
ბეთჰოვენის საყვარელი კერძის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირებათ:

1.5 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
1 სუფრის კოვზი სიმინდის ღერღილი
4 კვერცხი
მარილი
ოხრახუში და სხვა მწვანილეული გემოვნებით

ადუღებულ ბულიონში ჩაამატეთ ღერღილი და მარილი (თუ ბულიონი არ არის მარილიანი). ათქვიფეთ კვერცხი ცალკე ჯამში და ნელ-ნელა დაამატეთ ქვაბში, თან მოურიეთ.
წვრილად დაჭერით მწვანილი და მოაყარეთ ზემოდან.
სუპი მზად არის.

 

Expret Advices