მარტი ცნობილია თავისი მატყუარა ამინდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით ზამთრის ტანსაცმლისგან და შედეგად ვიღებთ გაციებას.
ამის პრევენცია შესაძლებელია ძლიერი იმუნიტეტით, რომელსაც ვაშენებთ საკვების მეშვეობით.
გთავაზობთ რჩევას, თუ რა პროდუქტების გამოყენება არის რეკომენდირებული მარტის თვეში:
კომბოსტო - შეიცავს ბევრ ვიტამინს და ქმნის საგაზფხულო განწყობას.
მწვანე ხახვი - ძალიან სასარგებლოა ვიტამინების სიუხვის გამო და გვეხმარება ბაქტერიებთან ბრძოლაში.
გარგლის ჩირი - მრავალი ელემენტის და ვიტამინის შემცველობის გამო კალორიული პროდუქტია, რომელიც გვაძლევს ენერგიას.
ვაშლი - ახორციელებს გაციების საწინააღმდეგო პრევენციას წინასწარ.
თევზეული - იოდის მაღალი შემცველობის გამო პირდაპირ მოქმედებს იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
ლობიო - ყოვლად სასარგებლო ინგრიდიენტია, რომელიც უხვად შეიცავს ცილას. ასევე გვეხმარება წნევის დარეგულირებაში.
იმუნიტეტის მხარდასაჭერად მოიხმარეთ კვერცხი, რძე, თაფლი იმისთვის, რომ უსიამოვნო გაციება თავიდან აირიდოთ.
ჩამოთვლილი ინგრიდიენტების მოხმარება რეკომენდირებულია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვადასხვა კერძებშიც. ასევე მოერიდეთ ცივ სასმელებს.
იკვებეთ ჯანსაღად და იგრძენით თავი ბედნიერად!