Search
ან
ლიმონის სორბე არყით

სორბე მარტივი და გემრიელი გამაგრილებელი დესერტია. თანაც, ნაყინის მშვენიერი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც ლაქტოზაზე აქვს ალერგია. 

ლიმონის სორბეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

250 გრ. შაქარი 

1 ლიმონის ქერქი

2-3 ლიმონის წვენი 

2 ს.კ. არაყი 

ნახევარი ლიმონის ცედრა სერვირებისთვის

მომზადების წესი: 

მოათავსეთ ქვაბში 250 მლ. წყალი, 250 გრ. შაქარი და ერთი ლიმონის ქერქი. დაადგიც ცეცხლზე და გაალღვეთ შაქარი. შემდგომ, ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ლიმონის ქერქი ქვაბიდან, ჩაასხით 100 მლ. ლიმონის წვენი და არაყი. კარგად მოურიეთ, გააგრილეთ და შეინახეთ საყინულეში საათნახევრით. შემდგომ, ამოიღეთ საყინულედან და კარგად გადაურიეთ. გაიმეორეთ პროცესი 4-ჯერ. ამის შემდეგ ლიმონის სორბე მზად იქნება. 

შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში 1 თვის განმავლობაში.

თეგები

ექსპერტის რჩევები