მარტივი და გემრიელი რეცეპტი - მიირთვით ატრია ქათმით სახლიდან გაუსვლელად!
ინგრედიენტები:
100 გრ. ქათმის ფილე
1 წითელი ბულგარული წიწაკა
20 გრ. მწვანე ხახვი
50 გრ. კომბოსტო
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
ცოტაოდენი ჯანჯაფილი
სოიოს სოუსი - გემოვნებით
20 გრ. სეზამის მარცვლები
200 გრ. ატრია
მომზადების წესი:
პირველ რიგში დაადგით წყალი.
დაჭერით ქათმის ფილეები, მობრაწეთ ნიორთან ერთად და გადადეთ ცალკე ჯამში. შემდგომ, მოთუშეთ დარჩენილი ბოსტნეული და ჯანჯაფილი იგივე ტაფაში. მოხარშეთ ატრია მარილიან, მდუღარე წყალში. დააბრუნეთ ტაფაში ქათმის ნაჭრები და ატრია. შეაზავეთ სოიოს სოუსითა და მარილით. გადადეთ სასურველ თეფშში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სეზამის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!