მინესტრონე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური წვნიანია.
მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. რეცეპტების უმეტესობა მხოლოდ ბოსტნეულს შეიცავს, ამიტომ ეს კერძი იდეალურია მარხვის დროს.
გთავაზობთ მარტივ და გემრიელ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა ½
ხახვი ¼
სტაფილო 40 გრ.
პომიდორი 50 გრ.
ნიახური 30 გრ.
გოგრა 30 გრ.
ნიორი 1 კბილი
ზეითუნის ზეთი 30 მლ.
სოკოს ნახარში - 150 მლ.
მომზადების წესი:
დაჭერით ყველა ინგრედიენტი მცირე ზომის ოთხკუთხედებად.
ზეითუნის ზეთზე მოთუშეთ ხახვი და ნიორი. შემდგემ დაამატეთ სტაფილო და გოგრა. რამდენიმე წუთის შემდგომ პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ნიახური. მოთუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
დაამატეთ სოკოს ნახარში და აადუღეთ ასევე ნელ ცეცხლზე.
სერვირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიახურის ფოთლები.
გემრიელად მიირთვით!