Search
Or
ბრაუნი

ბრაუნი ნამდვილად ის ნამცხვარია, რომლის გაკეთების და დაგემოვნების შემდეგ საკუთარი თავითაც ამაყი ხართ და თქვენ ქმნილებაც ამაყია თქვენით.

ბრაუნი ნამდვილად გაძლევთ იმპროვიზაციის საშუალებას - მოამზადეთ ალუბლით, ბანანით, თხილით, ქოქოსით და ა.შ. საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ სტუმრად მოსულ მეგობრებს შინ დაუვიწყარი შეგრძნებები გაატანოთ, დაიმსახუროთ ბევრი კომპლიმენტი და მეტიც, რეცეპტიც გააზიაროთ.

ბრაუნი შეიძლება გაკეთდეს როგორც კაკაოთი, ასევე შოკოლადით. ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 3 კვერცხი, 275 გრამი შაქარი, 185 გრამი კარაქი, 185 გრამი შავი შოკოლადი, 85 გრამი ფქვილი და 40 გრამი კაკაო.

პირველ რიგში გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი წყლის აბაზანაზე. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი - შეურიეთ შოკოლადს, ფქვილსა და კაკაოს. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ თეთრი შოკოლადი, ალუბალი, ნიგოზი, თხილი, ბანანი და ა.შ.

ზაფხულის ცხელ დღეებში გირჩევთ მიირთვათ ბრაუნი ხილის სორბეტთან ან ნებისმერ მჟავე ნაყინთან ერთად.