Search
ან
ფერადი ყინული გრილი ზაფხულისათვის

ცნობილი ფაქტია, რომ ზაფხულში განსაკუთრებით ბევრ სითხეს ვკარგავთ, ამიტომ, ორგანიზმის მუდმივი ტონუსისთვის, აუცილებელია დავიცვათ მისი ბალანსი. იმისთვის, რომ მთავარი მაცოცხლებელი - წყალი, მუდამ ცივი იყოს, დაამატეთ ყინული. იმისთვის, რომ წყალს დამატებითი გემო და არომატი შესძინოთ, შეგიძლიათ დასახმარებლად ყინულის სხვადასხვანაირ სახეობას მიმართოთ.

მოიმარჯვეთ ყინულის ფორმები და მასში წყლის ჩასხმამდე მოათავსეთ ნებისმიერი სახეობის ხილი, მაგალითად, მარწყვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, წყლის დასხმისა და გაყინვის შემდეგ მიიღებთ ყინულებს, რომელშიც ლამაზად არის მოთავსებული ხილის სხვადასხვა სახეობა. ყინულის ამგვარი სახე თქვენს გამაგრილებელ სასმელებს უფრო გემრიელს გახდის.

თქვენი ფერადი ზაფხულის კიდევ უფრო გასაფერადებლად, ეწვიეთ საკონდიტრო მასალების მაღაზიას, შეიძინეთ საკვებად ვარგისი საღებავები, უბრალოდ გაურიეთ წყალში ინსტრუქციაში მითითებული რაოდენობით და  მიიღეთ ლამაზი, ფერადი ყინულები და სურვილისამებრ - ცისარტყელა თქვენს ჭიქაში. 

ასე რომ, თქვენ წინაშეა მარტივი, არომატული და ფერადი ინსტრუქცია, რომელიც დაგეხმარებათ ზაფხული ცხელი დღეების დაძლევაში.

თეგები

ექსპერტის რჩევები