თუ ერთხელ მაინც გინახავთ მდინარის წითელწინწკლებიანი რაინდების გადაფრენა, მაშინ ეს სანახაობა საშვილიშვილო მოგონებად დარჩება თქვენს გონებაში.
მთებში, ტბებსა და მდინარეებში მობინადრე კალმახი ორაგულისებრთა გვარის წარმომადგენელია.
ცივი და ჟანგბადით სავსე წყლის მოყვარულ კალმახთა სხეულს ნარინჯისფერი ხალები ამშვენებს.
საქართელოში კალმახები საღამოს, ფარავნის, ტაბაწყურისა და რიწის ტბებში ბინადრობს.
კალმახი ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ თევზად არის აღიარებული. მდინარეებსა და სხვა დაუდგრომელ ფლუიდებს შორის მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
კალმახმა წითელ წიგნშიც მოიკალათა. ამჟამად მრავალი ღონისძიება ტარდება მისი დაცვისა და გამრავლებისთვის
მისი მოსაშენებელი ადგილი აუცილებლად მთის მდინარის სათავე უნდა იყოს. სათავეში წყალი ყოველთვის კამკამაა, მას არ ერთვის მდინარის ნარეცხი შენაკადები. მთის მდინარე გემრიელ თევზებს ზრდის.
კალმახს კულინარიაში თავისი სიტყვა ნამდვილად ეთქმის. ქართული სამზარეულო მრავალ ერთეულ კერძს ითვლის, რომლის მთავარი წარმომადგენელი პატივცემული კალმახია.
მოხარშულს თუ შემწვარს, კალმახს სხვადასხვა ტიპის სოუსით ამკობენ. მისი განუყრელი ინგრედიენტი ლიმონია. ღვინის საწებელი ისევე ხშირად ემეგობრება კალმახს, როგორც ბროწეულის წვენი. დიდებულ თევზს ხშირად ნიგვზის გულსართის თანხლებით ამზადებენ.
კალმახი მრავალი დასახელების ბოსტნეულს და ხილს იხდენს, მათ შორისაა ანანასი, ოხრახუში, ზეთისხილი და სალათის ფოთოლი.