Search
Or
სეროტონინი - ბედნიერების ჰორმონი

სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ნერვულ უჯრედებში გამომუშავდება და პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობაზე. ამ ნივთიერების მიღება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, პირველი ეს მზის სინათლეა - მზეზე ადამიანის ტვინი გამოიმუშავებს სეროტონინს, რაც მას ბედნიერების გრძნობას ანიჭებს.

ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას ასევე ხელს უწყობს ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება.
ამასთან ერთად ტრიპტოფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფუნქციონირებასა და ჯანსაღ ძილში.
ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები ძირითადად ცილოვანია, როგორც ცხოველური და ასევე მცენარეული.
ეს პროდუქტებია:
ორაგული, რომელიც შეიცავს ვიტამინ D-ს და ომეგა 3-ს, გვეხმარება ჯანსაღი კანის და მხედველობის შენარჩუნებაში. კვირაში ორჯერ მისი მიღება საკმარისია, რომ ორგანიზმმა ტრიპტოფანის საჭირო რაოდენობა გამოიმუშავოს.
ფრინველის ხორცი - ქათმის და ინდაურის ფილე დაბალცხიმიანი საკვებია, ცილების მაღალი შემცველობით.
კვერცხი მდიდარია ვიტამინებით A, B, E, K. კვერცხის მიღებით ვიუმჯობესებთ იმუნურ სისტემას, ამასთან ერთად ვიღებთ ტრიპტოფანის საჭირო რაოდენობას.  
ისპანახის მუქი მწვანე ფოთლები ტრიპტოფანთან ერთად რკინასაც შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მარცვლეული (მზესუმზირა, გოგრის თესლი) არ შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს, თევზთან და კვერცხთან შედარებით, თუმცა ვეგეტარიანელებისთვის კარგი ალტერნატივაა ამ ნივთიერების მისაღებად.
სოიოს შემცველი პროდუქტები, მაგალითად ტოფუ, სოიოს სოუსი, სოიოს რძე - ასევე კარგი წყაროა ამ ნივთიერების შესავსებად.
თხილეული - პროტეინის, უჯრედისის და მცენარეული ცხიმების წყაროა, თანაც მისი მიღების შემდეგ დიდხანს არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა. 

სეროტონინის დონის ამაღლება ორგანიზმში შესაძლებელია ფიზიკური აქტივობითაც. კვლევების თანახმად, რეგულარული ვარჯიში დადებითად აისახება განწყობაზე და ანტისტრესული ეფექტი აქვს.