Search
Or
ყველაფერი მატჩას შესახებ

მატჩა მწვანე ჩაის ფხვნილია, რომელიც მე-12-ე საუკუნიდან ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიის განუყოფელი ნაწილია. საუკეთესო ხარისხის მატჩას ფოთლები მხოლოდ იაპონიაში ხარობს, მოკრეფამდე 20 დღით ადრე ბუჩქებს ფუთავენ, რომ დაიცვან პირდაპირი მზის სხივებისგან. ამ დროს ფოთლებში იზრდება ქლოროფილის დონე, მცენარე იღებს უფრო მუქ შეფერილობას, იმატებს ამინო მჟავების რაოდენობა, სწორედ ამიტომ აქვს მატჩას ჩაის დამამშვიდებელი და მაცოცხლებელი ეფექტი ერთდროულად. ხელით მოხატული ჯამი, ბამბუკის ჩხირი დოზირებისთვის და ჩეისენი (ბამბუკის სათქვეფი)  - ცერემონიის განუყოფელი ნაწილია.
მატჩა შეიცავს ათჯერ უფრო მეტ ანტიოქსიდანტს, ვიდრე ჩვეულებრივი მწვანე ჩაი.
აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს კალორიებს ერთდროულად. უახლესი კვლევების თანახმად, მატჩას მიღების შემდეგ შესაძლებელია დამატებით 10%-დან - 40%-მდე კალორიის დაწვა. 24% -ით იზრდება ორგანიზმის ფიზიკური გამძლეობა.
ის თითქმის არ შეიცავს კალორიებს. ეფექტურია დეტოქსისას.
ამშვიდებს გონებას და სხეულს, მაგრამ ამავე დროს აუმჯობესებს განწყობას, გვმატებს ენერგიას, გვეხმარება კონცენტრირებაში.
მდიდარია უჯრედისით, ქლოროფილით და ვიტამინებით, მათ შორის C ვიტამინით, რკინით და ა.შ.
ამცირებს ქოლესტერინს და შაქრის დონეს სისხლში.
უმაღლესი ხარისხის მატჩას ხასხასა მწვანე ფერი აქვს. მისი მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში. წარმატებით გამოიყენება კულინარიაშიც.
1 ჭიქა ჩაის მოსამზადებლად გაცერით ½ -1 ჩაის კოვზი მატჩას პუდრი, დაასხით ცოტა წყალი, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 80 გრადუსს. ააქაფეთ სათქვეფით ან კოვზით, დაამატეთ ცხელი წყალი, კარგად მოურიეთ. მატჩას მიღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში.
მატჩა ლატე ასე მზადდება: ½ -1 ჩ.კ მატჩა გახსენით დაახლოებით 1-2 ს.კ. ცხელ წყალში, კარგად ათქვიფეთ. ჭიქაში მოამზადეთ ცივი ან ცხელი მცენარეული რძე, მაგალითად ნუშის, ჩაასხით მატჩას კონცენტრატი და კარგად აურიეთ.