Search
Or
ცხელი სასმელის თერმოსი: როგორ ავარჩიოთ?

თერმოსი საჭირო ნივთია - ზამთარში ის გვეხმარება სასმელის სითბოს შენარჩუნებაში, ხოლო ზაფხულში გვიქმნის დამატებით კომფორტს ბუნებაში ყოფნის დროს. 
აქ განვიხილავთ თერმოსის არჩევის ზოგად რჩევებს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს თერმოსების შემდეგი სახეობები:

თერმოსები საკვებისთვის

თერმოსები სასმელებისთვის

უნივერსალური თერმოსები

თერმო-ჭიქები

სანამ თერმოს აარჩევდეთ, უნდა განსაზღვროთ მისი ზომა. თუ თქვენ მას გამოიყენებთ მხოლოდ სასმელებისთვის - გათვალეთ, თუ რამდენ ხანს გამოიყენებთ მასში მოთავსებულ სითხეს და რამდენი ადამიანი გამოიყენებს ამ სასმელს. გახსოვდეთ, რომ თუ თერმოსში ბევრი ცარიელი ადგილი რჩება, სითხე უფრო სწრაფად დაკარგავს ტემპერატურას, ამიტომ არასდროს არ აიღოთ თერმოსი, რომელსაც საჭიროზე უფრო მეტი თავსებადობა აქვს.

რაც უფრო მეტია თერმოსის ზომა, მით უფრო მეტია მისი წონაც - ყოველთვის გაითვალისწინეთ ისიც, რომ თერმოსის ტარება მოგიწევთ. კემპინგების და ავტო-მოგზაურობების დროს იპტიმალური ზომაა 1-2.5 ლიტრი. ქალაქისთვის, სამსახურისთვის და აქტივობებისთვის იდეალურია 0.5 ლ. ზომის თერმო-ჭიქები.

პასუხისმგებლიანი მწარმოებლები ყოველთვის ამოწმებენ საკუთარ პროდუქციას იმისთვის რომ გაზომონ მათი თბოიზოლაციის პარამეტრები. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მომხარებელს შეუძლია გაიგოს, თუ რამდენი ხანი დარჩება სითხე ცხელ მდგომარეობაში. როგორც წესი ამ მონაცემებს აქვეყნებენ ან შეფუთვაზე აწერენ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად დახუფული  რკინის თერმოსი ინახავს ტემპერატურას 8 საათის განმავლობაში, შუში თერმოსი - 6 საათის განმავლობაში. მაღალი კლასის საუკეთესო თერმოსები ტემპერატურას ინახავენ 24 საათითაც კი. 
მითითებული დროების განმავლობაში ტემპერატურა ეცემა 70-80 გრადუსზე, ხოლო სრული დროის გავლის შემდეგ აღწევს 50-60 გრადუსს და შემდეგ უფრო იწევს. 

Expret Advices