Search
Or
რაციონის მრავალფეროვნების მნიშვნელობა

კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან ჯანსაღად და მრავალფეროვნად, უფრო მეტხანს ცოცხლობენ და ნაკლებად სნეულობენ. ჯანსაღი კვება პირდაპირ ამცირებს დიაბეტის და გულის დაავადებების რისკებს. პროდუქტები, კერძოდ კი ხილი და ბოსტნეული, შეიცავენ ისეთ ბუნებრივ ნივთიერებებს, როგორიცაა ფიტოქიმიკატები. დღესდღეობით ცნობილია 12 000 ასეთი ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სიცოცხლისთვის რისკის შემცველი დაავადებების განვითარებას.
აუცილებელია, რომ ადამიანმა მიიღოს:

ხილი. ხილი გემრიელია, გვაძლევს ხალისს და ენერგიას, მისი ტარება მარტივია და შესაძლებელია წასახემსებლად გამოყენება. უმჯობესია ხილი ცოცხლად მივირთვათ, ვიდრე მისგან მომზადებული წვენები დავლიოთ, ვინაიდან მასში შემავალი ბოჭკო ასევე მრავალი სასარგებლო თვისების მატარებელია.

ბოსტნეული. უმი თუ დამუშავებული - ბოსტნეული ყოველთვის სასარგებლოა. მისგან კეთდება სუპები, სალათები, ბოსტნეული იხმარება ბუტერბროდებში და პურ-ფუნთუშეულში. ბოსტნეულის სუპი კი, მითუმეტეს ზამთარში, პირდაპირ ემსახურება ორგანიზმის გაჯანსაღებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.

ხორცეული, თევზი, ფრინველი, თხილეული. ყველა ეს პროდუქტი ავსებს ორგანიზმს ცილებით. სულაც არ არის აუცილებელი ხორცი მთავარი კერძი იყოს, პირიქით, ის დამხმარე საშუალებაა, რომელიც ორგანიზმს ცილების მიღებაში ეხმარება.

პური, ბურღულეული, ბრინჯი. ბურღულეული შეიცავს ბევრ ბოჭკოს, რომელიც აუცილებელია ძვლის, კანის და კუნთის შენებაში. მისი მიღება აუცილებელია ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა უნდა მივირთვათ ნაკლები საფუარი.

რძის ნაწარმი. რძის ნაწარმის მიღება აუცილებელია ყოველდღიურად, ის ხომ კალციუმის პირველადი წყაროა. ასევე ეხმარება მონენელების სისტემას, ასუფთავებს სისხლს და კვებას ტვინის უჯერედებს.

 

Expret Advices