Search
Or
სეზამი

სეზამი, კუნჟუთი ან შირბახტი, ცნობილია უხსოვარი დროიდან, მის შესახებ შემონახულია ჩანაწერები ბაბილონის, ურარტუს, ძველი ეგვიპტის და ძველი ინდოეთის წყაროებში. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, წარმოადგენს ერთწლიან მცენარეს, მიეკუთვნება შირბახტისებრთა ოჯახს. გამოიყენება მედიცინაში და უმთავრესად კულინარიაში. პოპულარულია აღმოსავლურ სამზარეულოში, მაგალითად, ჩინეთში მზადდება ბურთულები მთლიანად შირბახტისგან.

შეიცავს დიდი ოდენობით ადვილად ათვისებად კალციუმს. შეუძლია შეცვალოს ნუში და ნუშის რძე, თავისი შემადგენლობით. 20% ცილა და 16% ნახშირწყლები. 
ლათინური დასახელება:
Sésamum índicum

Expret Advices