Search
ან
ბროკოლის წვნიანი

შემოდგომის მოსვლასთან ერთად თბილი და არომატული კრემსუპების დროც დგება.

ამჯერად, გადავწიტეთ, ბროკოლის წვნიანის რეცეპტი შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები:

1 კბილი ნიორი

2 ღერო ნიახური

400 გრ. ბროკოლი

ზეითუნის ზეთი

პარმეზანი

1 ლ. ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი

მომზადების წესი:

გათალეთ და დაკეპეთ ნიორი. წვრილად დაჭერით ბროკოლი და ნიახური. გაახურეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ნიორი და ნიახური, შემდგომ კი დაამატეთ ბროკოლი. როდესაც ბოსტნეული დარბილდება დაასხით ბულიონი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.

დაუმატეთ მარილი და პილპილი. ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.

მიირთვით გახეხილ პარმეზანთან ერთად.

თეგები

ექსპერტის რჩევები